| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პრემიერი ლარის დასტაბილურებისა და გამყარებისთვის რეგულაციებს აანონსებს.
რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად პრემიერმა დაკონკრეტება არ ისურვა.
ლარის მორიგი ვარდნა კი, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დიდ მოცულობას დაუკავშირა.
“დღევანდელი ცვლილებები რაც მოხდა, არის განპირობებული იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ძალიან, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად. ექსპორტის მიმართულებით, რაოდენობრივად გაზრდილია ექსპორტი, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო, ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამოა, სწორედ ის რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად კურსის დასტაბილურება მოხდება", - განაცხადა პრემიერმა, თქვა, რომ რამდენიმე დღეში ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაში მოხდება ახალი ნაბიჯების გახმოვანება, რეგულაციების კუთხით, რომ "ჩვენ დავეხმაროთ ლარის გამყარებას, დასტაბილურებას“.
საზოგადოებისთვის ექსპორტ- იმპორტის მხოლოდ 9 თვის მონაცემებია ცნობილი, რომლის მიხედვით იმპორტი С ჰეპატიტის პროგრამის გარეშე 3%-ით არის შემცირებული, ექსპორტი 8%-ით.
უახლესი, 10 თვის სტატისტიკის წინასწარი მაჩვენებლები 14 ნოემბერს გახდება ცნობილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss