| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Volkswagen -მა განახლებული მე-7 თაობის Golf წარადგინა.
საჯარო პრემიერა ლოს-ანჯელესში მომავალ კვირას შედგება, ევროპის ბაზარზე კი, ახალი მოდელი 2017 წლის აპრილიდან გამოვა. ავტომობილის ღირებულება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
განახლებული ავტომობილის სალონს აქვს ახალი სავარძლები და სრულად ციფრული მართვის პანელი, ასევე 9,2-დიუმიანი სენსორული დისპლეი.
მძღოლს ექნება წვდომა ახალ საინფორმაციო-გასართობ სისტემასთან, რომლის მართვაც შესაძლებელია ჟესტებით და აქვს Apple CarPlay-ის, Android Auto-სა და MirrorLink-ის მხარდაჭერა.
განახლებული Golf პირველია თავის კლასში, რომელიც აღჭურვილია მსგავსი ტექნოლოგიით.
შეთავაზებაშია 130, 150, 230 და 245 ცხენის ძალის მქონე ძრავების ავტომობილები.
აღსანიშნავია ისიც, რომ მე-8 თაობის Volkswagen Golf -ის წარდგენა 2018 წელს მოხდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss