ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ტრამპის გაპრეზიდენტებას  საფონდო ბაზარმა ვარდნით უპასუხა 
9 ნოემბერი, 2016, 15:14
ტრამპის გაპრეზიდენტებას   საფონდო ბაზარმა ვარდნით უპასუხა 

თბილისი (GBC) - მსოფლიო საფონდო ბაზარი იმედგაცრუებულია. 

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრანპის გამარჯვებამ აზიის ბაზრებზე ვარდნა გამოიწვია.  Reuters-ის ცნობით, ჩინეთისა და ჰონგ-კონგის ბირჟებზე ინდექსები დაეცა: CSI300 0, 5%-ით 3.353,5 პუნქტამდე შემცირდა, შანხაის საფონდო ბირჟის ინდექსმა Shanghai Composite 0,6% დაკარგა და ვაჭრობა  3.128,37 ნიშნულზე დაასრულა. 

აქციებზე ფასების ვარდნით გაიხნა ევროპული ბირჟებიც. თბილისის დროით, 1: 16 საათისთვის STOXX Europe 600 .STOXX  0,7%-ით გაუფასურდა, თუმცა ვარდნის ტემპი შეამცირა.  

ინვესტორები აშშ-ში ჰილარი კლინტონის გამარჯვებაზე აკეთებდნენ გათვლას, რომელიც უფრო პროგნოზირებადი კანდიდატი იყო. ტრამპის პოზიციები  კი, საგარეო პოლიტიკაში, ვაჭრობისა და ემიგრაციის საკითხებში ბაზრებზე შეშფოთებას იწვევს. 

ევროპული ბირჟების გახსნამდე გამარჯვებულმა ტრამპმა მოსახლეობას აღუთქვა, რომ გააუმჯობესებს აშშ-ს ეკონომიკას და მიაღწევს დიალოგს პარტნიორებსა და სხვა ქვეყნებთან.  

დღეს მხოლოდ "უსაფრთხო" აქტივები გაძვირდა, მათ შორის შვეიცარიული აქციები და ფარმაცევტული კომპანიების. ასევე კარგი შედეგები აჩვენეს ოქროს მომპოვებლებმა - 9 ნოემბერი ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ მათთვის საუკეთესო დღე აღმოჩნდა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები