ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
საპარტნიორო ფონდმა სტარტაპ საქართველოს  გამარჯვებულების დაფინანსება დაიწყო
9 ნოემბერი, 2016, 13:19
საპარტნიორო ფონდმა სტარტაპ საქართველოს  გამარჯვებულების დაფინანსება დაიწყო

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ პროექტში პირველი კონკურსის გამარჯვებულების დაფინანსება დაიწყო.

პირველ კონკურსში გამარჯვებულ 36 პროექტიდან 8 ბიზნეს პროექტთან ფონდმა ხელშეკრულება უკვე გააფორმა, პროექტები 586 700 ლარით დაფინანსდა.

დაფინანსებულ პროექტებს შორისაა „ავტომობილების პარკირება ვერტიკალურ სივრცეში“; „დეკორატიული ფილების და კერამიკული სივრცული აგურის წარმოება/რეალიზაცია“; „ინოვაციური დეკორატიული აგურის წარმოება“; კლინიკა ონლაინ“; Tripplanner; Wingo; Georgian Toys Factory; CARGOHUB.

სხვა გამარჯვებულ პროექტების ავტორებთან მიმდინარეობის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი.

თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება, რის შემდეგ ბიზნეს პროექტის განხორციელება დაიწყება. პროექტების დაფინანსება ხორციელდება პარტნიორთა შეთანხმების ყველა პირობაზე მოლაპარაკების და „სტარტაპ საქართველოსა“ და პროექტების კერძო მფლობელებს შორის ხელმოწერის შემდეგ.

პარალელურად, საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ახალი ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობს. განაცხადის ფორმა,შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15.

15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები