| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "m2 უძრავი ქონება" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობას იწყებს.
პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.
სახლი სრულად იქნება მორგებული და ადაპტირებული მათ საჭიროებებზე. მცირე საოჯახო სახლისთვის უკვე გამოიყო მიწა დიღომში, პროექტი დასრულებულია, მშენებლობა კი, იანვრიდან დაიწყება. სახლის რემონტსა და კეთილმოწყობას UNICEF-ი უზრუნველყოფს.
საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვა“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს.
"ახალი სერვისი საშუალებას მისცემს ბავშვებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი მიიღონ- როგორც ჯანმრთელობის, ისე ზოგადი განვითარების თვალსაზრისით. ეს მათ განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს ბავშვების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას.“ - აცხადებს მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss