| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევის მომსახურების შესასყიდად 20,24 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სამინისტრო სადაზღვევო კომპანიას საუკეთესო მომსახურების სანაცვლოდ 79 ათასზე მეტი ბენეფიციარის დაზღვევის შესაძლებლობას მისცემს.
აქედან 29 454 შსს თანამშრომელია, დაახლოებით 50 ათასი კი, დასაზღვევი თანამშრომლების ოჯახის წევრების სავარაუდო რაოდენობაა.
შსს-ს ცნობით, ერთი თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევის ერთი თვის მომსახურების სავარაუდო ღირებულება 57,27 ლარია.
კომპანიებმა უწყებას 4 სახის სადაზღვევო პაკეტი უნდა შესთავაზონ:
-ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს თავად სამინისტრო.
-ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას ერთობლივად უზრუნველყოფენ შემსყიდველი და დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით;
-ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სრულწლოვანი შვილებისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით;
-ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მშობლისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით;
ამასთან, კომპანიას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 140 პროვაიდერი კლინიკა (გარდა სტომატოლოგიური პროფილის კლინიკებისა), მათ შორის დედაქალაქში, ყველა თვითმმართველ ქალაქში და არანაკლებ 48 მუნიციპალიტეტში.
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 28 ნოემბერს 14 საათზე იწურება.
ამჟამად, შსს-ს სადაზღვევო მომსახურებას პსპ დაზღვევა უწევს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss