| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისი ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც პერსონალური მომსახურების მსოფლიო სტანდარტს აკმაყოფილებს, - The Banker და Professional Wealth Management(PWM) აღიარებაზე ინფორმაციას ბანკი ავრცელებს.
წელს ეს უკვე მე-2 ჯილდოა საუკეთესო პერსონალური მომსახურების კატეგორიაში და კიდევ ერთი ჯილდო Global Finance-სგან.
„საამაყოა ასეთი საპატიო ჯილდოს მიღება. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„თიბისი ბანკს აქვს მომსახურების მრავალფეროვანი მოდელები, როგორც დიზაინის, ისე კონცეფციის მხრივ. ჰყავს საუკეთესო მომსახურე მენეჯერები და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლითაც ის ლიდერია საქართველოს ბაზარზე. ჯილდო თიბისი ბანკმა პერსონალური მომსახურების სფეროში თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლოში ბაზარზე წარმატებული გაფართოებისთვის მოიპოვა,“ - განაცხადა PWM-ის რედაქტორმა, იური ბენდერმა.
თიბისი ბანკი რამდენიმე წამყვან საფინანსო ინსტოტუტებს შორის დასახელდა, მათ შორისაა UBS, Citi, JP morgan. BNY Mellon, Société Générale, BNP Paribas, Barclays.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss