ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
2018 წლისთვის საქართველოში 100-მდე ელექტრომობილების დამტენი სადგური გაიხსნება
7 ნოემბერი, 2016, 11:05
2018 წლისთვის საქართველოში 100-მდე ელექტრომობილების დამტენი სადგური გაიხსნება

თბილისი (GBC) - საქართველოში ელექტრომობილების დასამუხტმა 2 სადგურმა ფუნქციონირება დაიწყო.

სადგურები თბილისში, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან განთავსდა.

პროექტი კომპანია E –Space-ის ინიციატივითა და თბილისის მერიის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.

უკვე ცნობილია, რომ თბილისის მერია დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს. ქალაქში ელექტრომობილების რაოდენობის  ხელშეწყობისთვის კი,   უფასო პარკირების  შეთავაზებასაც გეგმავს, რისთვისაც კომპანია „სითი პარკთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის სულ 50-მდე ელექტრომობილი დადის. საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ელექტრომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია.

2017 წლის ბოლომდე, საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობის გაზრდა 100-მდე იგეგმება.

ეტაპობრივად, სადგურები ავტობანებსა და რამდენიმე რეგიონშიც განთავსდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები