ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სასტუმრო RIXOS TBILISI-ის დასრულება ვერ ხერხდება
6 ნოემბერი, 2016, 21:01
სასტუმრო RIXOS TBILISI-ის დასრულება ვერ ხერხდება

თბილისი (GBC) - RIXOS TBILISI-ის დასრულება  კიდევ ერთხელ გადავადდა. 

კომპანია City M-ს მთავრობამ ვალდებულების შესრულების ბოლო ვადად ამჯერად 2017 წლის 1 ოქტომბერი განუსაზღვრა. აქამდეც სასტუმროს გახსნა რამდენჯერმე გადავადდა. პირობის მიხედვით, ინვესტორს კომპლექსი 2016 წლის 1 ივნისამდე უნდა გაეხსნა და  არანაკლებ 16 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო.  

მთავრობის ახალი  განკარგულებით, კომპანიამ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ანგარიშზე მოთხოვნისთანავე 250 000 ლარი უნდა გადარიცხოს, ამასთან, ვალდებულებების შესრულებისთვის 750 000 ლარის გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს.  პირობების შესრულების სანაცვლოდ კომპანია პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდება. 

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ბოლოს  საქართველო - ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ GBC-ს განუცხადა, რომ  RIXOS TBILISI-ის მშენებლობაში  $40 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება, საიდანაც1/3 ქართულ კომპანია City M-ს მფლობელების გარანტიის საფუძველზე,  "საქართველოს ბანკმა" გამოყო, დანარჩენი თანხა ისრაელელმა ინვესტორებმა. 

მისივე თქმით, სასტუმროში მხოლოდ ჭაღის ღირებულება, რომელიც ექსკლუზიურად  RIXOS-ისთვის დამზადდა $1 მილიონია. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები