ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დავით ბეჟუაშვილის განათლების  ფონდი ახალ პროექტს იწყებს
ნინო შუბითიძე
3 ნოემბერი, 2016, 18:58
დავით ბეჟუაშვილის განათლების  ფონდი ახალ პროექტს იწყებს

თბილისი (GBC) –  დავით ბეჟუაშვილის  განათლების  ფონდის პროექტის ფარგლებში კიდევ ერთმა  უნიკალურმა  კოსტიუმმა დაიბრუნა პირვანდელი სახე. 

ქართული ეროვნული საგანძურის გამორჩეული ნიმუში,  ქეთოს კაბა, ( ფილმიდან "ქეთო და კოტე" რეჟ: ვახტანგ ტაბლიაშვილი) 6 თვიანი რესტავრაციის შემდეგ, ხელოვნების სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას ოქროსფერ დარბაზში დაუბრუნდა. 

ფარნა ლაპიაშვილის ესკიზის მიხედვით შექმნილი  კაბა  ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში  კინოსტუდიაში ინახებოდა და 5 წლის წინ ხელოვნების სასახლეს გადაეცა.

ქეთოს კაბა და ახლადაღდგენილი სხვა ექსპონატები სულ მალე, პირველ მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის გამორჩეულია თამარის კაბა, რომელიც ფრესკის მიხედვით არის შექმნილი. კაბა მარგალიტის 5 000 თვალით არის მოჭედილი, შვენის ოქროს და ვერცხლი 3 000 ბალთა.

ეს ფონდის მე-2  პროექტია, მისი ფუნქციონირების მოკლე  ვადაში - 1 წელიც არ არის რაც დაფუძნდა.

მანამდე დაიწყო წიგნის მუზეუმის 0.5 მლრდ-იანი მასშტაბური პროექტი.  სხვადასხვა არქივებში დაცული წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოწყობილ, რუსთაველის, ილიას და სხვა საზოგადო მოღვაწეების სახელობის დარბაზებში საჯაროდ გამოიფინება.  წარმოდგენილი იქნება უნიკალური ეგზემპლიარები - პირველი ქართული ნაბეჭდი, ყველაზე პატარა ზომის წიგნი, უძველესი გამოცემები და ხელნაწერები. 

ფონდი  ახალი პროექტზეც მუშაობს მილევადი პროფესიის მხარდაჭერისთვის, მათ შორის სამთო-გეოლოგია და საინჟინრო საქმე, რაც ახალგაზრდების დაინტერესებას, მათ სწავლებას და   საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის საინვესტიციო პროექტებში დასაქმებას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები