| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მარტის ბოლომდე საქართველოს აეროპორტებიდან კვირაში 239 რეისი განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურ ჭრილში 14.9%-იანი ზრდა დაფიქსირდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ზამთრის სეზონის დროს საქართველოს აეროპორტებიდან, კვირის განმავლობაში, 239 რეისი განხორციელდება (იმ შემთხვევაში თუ არ გაუქმდა რეისები და შესრულდება ყველა დამტკიცებული ფრენა).
დამტკიცებული გეგმით, ზამთრის სეზონზე დაგეგმილი ფრენების დიდი ნაწილი - 82%-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაგეგმილი ფრენების 6%-ი, ქუთაისის აეროპორტიდან კი, 12%-ი განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ მესტიაში ზამთრის განმავლობაში ფრენები ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის ფრენისათვის ხელსაყრელი ამინდი, ამიტომ სააგენტოში ზამთრის სეზონისთვის ფრენების სიხშირის პროგნოზირება უჭირთ.
ზამთრის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისები შემდეგი მიმართულებით განხორციელდება: ათენი, ალმაატა, ამსტერდამი, ასტანა, აქტაუ, ბაქო, დოჰა, დუბაი, ეკატერინბურგი, ერევანი, ვარშავა, ვენა, თეირანი, თელ ავივი, კიევი, მინსკი, მიუნხენი, მოსკოვი, რიგა, როსტოვი, სანკტ პეტერბურგი, სტამბულიჰურგადა, ურუმჩი, შარჟა, შარმ ელ შეიხი.
ბათუმიდან ფრენები განხორციელდება კიევის, მინსკის, მოსკოვის, თელ ავივისა და სტამბოლის მიმართულებით.
ხოლო რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორის აეროპორტს, ფრენები იქნება შემდეგი მიმართულებებით: ბერლინი, ბუდაპეშტი, ვარშავა, ვილნიუსი, დორტმუნდი, კიევი, მემინგენი, მოსკოვი, მილანი, ლარნაკა, სალონიკი, სოფია, ხარკოვი.
უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, ზამთრის სეზონზე საქართველოს აეროპორტებში ოპერირებას მოახდენენ ავიაკომპანიები: Georgian Airways-ი, Aegean Airlines-ი, Air Astana, Scat, Azerbaijan Airlines-ი, Qatar Airways-ი, Flydubai-ი, Ural Airlines-ი, LOT Polish Airlines-ი, ATA Airlines-ი, Zagros Airlines-ი, Qeshm Airlines-ი, Taban Airlines-ი, ISRAIR-ი, EL AL Israel Airlines-ი, Ukraine International Airlines-ი, YANAIR-ი, Belavia, Lufthansa, Aeroflot-ი, S7 Airlines-ი, Air Baltic-ი, Pobeda Airlines-ი, Turkish Airlines-ი, Pegasus-ი, Atlasglobal-ი, Air Cairo, China Southern Airlines-ი, Air Arabia, Wizz Air-ი და Arkia.
ხოლო რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, მას მოემსახურება Silk Way Airlines-ი, Cargolux-ი და Turkish Cargo.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის სეზონი ოქტომბრის ბოლო კვირიდან მარტის ბოლო შაბათამდე პერიოდს მოიცავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss