| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „თურქმენეთის ავიახაზები“ დღეს დაგეგმილ რეისს თბილისი - აშხაბადის მიმართულებით აღარ შეასრულებს.
ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე შემოსვლისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს, - ინფორმაციას მაესტროს გადაცემა "ბიზნესკონტაქტი" ავრცელებს.
თურქმენული ავიახაზები ფრენას კვირაში სამი სიხშირით გეგმავდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, გურამ ჯალაღონიას განმარტებით, მათ გათვლა ქართველ, ევროპაში მყოფ სტუდენტებზე ჰქონდა, ასევე თურქმენეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებზე, ხოლო, ამ ეტაპზე არასაკმარისი მოთხოვნის გამო, ფრენები კომერციულად არამომგებიანი იქნება.
"ავიაკომპანიასთან ხელშეკრულება დადებული იყო. კომპანიამ ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად იყო მიღებული. თუმცა, შეიძლება ეს საკითხი ისევ განახლდეს და რეისი ისევ აღდგეს. ეს კი სავარაუდოდ იქნება ახალი წლის შემდეგ" , - აღნიშნავს სამოქალაქო ავიაციის დირექტორი.
შეგახსენებთ, ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიღებული ჰქონდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss