ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
iPhone+ -ის საქმეზე მოსამართლის კავშირებს იუსტიციის საბჭოს სამოსამართლეო ეთიკის დეპარტამენტი განიხილავს
1 ნოემბერი, 2016, 14:05
iPhone+ -ის საქმეზე მოსამართლის კავშირებს იუსტიციის საბჭოს სამოსამართლეო ეთიკის დეპარტამენტი განიხილავს

თბილისი (GBC) - კომპანია iPhone+ ის ანგარიშების დაყადაღებასთან სააპელაციოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძის კავშირებს იუსტიციის საბჭოს სამოსამართლეო ეთიკის დეპარტამენტი განიხილავს.

დეპარტამენტის უფროსს უკვე დაავალა განიხილოს ვალერიან ცერცვაძის კავშირები და გავლენები იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც iPhone+ ის ანგარიშები უაპელაციოდ და მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების გათვალისწინებით დაყადაღდა, -  ინფორმაციას შპს "აიპლუსი" ავრცელებს.

"iPhone+ მა წარადგინა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, რომ მოდავე მხარე "აიტექნიკი" არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის ოჯახური ბიზნესი. სასამართლოს უპრეცედენტო და მხოლოდ ერთი მხარის გამამტყუნებელი განჩინება, რეალურად, კონკურენტის ჩამოცილებას ისახავს მიზნად. iPhone+ თან კავშირში არ მყოფი, არამტკიცებულებადი და უთანასწორო განჩინება მოპასუხე "აიფონ პლუსისთვის" აშკარად დამაზიანებელია", - აცხადებენ "აიპლუსში".

გარდა ამისა, 2 დღის წინ, აღნიშული საკითხის შესწავლა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მთავარ პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაავალა.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, iPhone+ ის ანგარიშები 1 600 000 ლარით, მისი კონკურენტი კომპანია "აიტექნიკის" სარჩელის საფუძველზე დაყადაღდა. შპს "აიპლუსში" ამტკიცებენ, რომ "აიტექნიკი" სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის საოჯახო ბიზნესია და სწორედ აქედან გამომდინარეობს მოსამართლის გეგმა სამსახურეობრივი ბერკეტების გამოყენებით ბაზრიდან ჩამოიცილონ და გააკოტრონ iPhone+.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები