ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფონდი ბილივი მესამე სექტორის  გაძლიერებისთვის  ტრენინგებს გამართავს
1 ნოემბერი, 2016, 10:57
ფონდი ბილივი მესამე სექტორის  გაძლიერებისთვის  ტრენინგებს გამართავს

თბილისი (GBC) - 1-4 ნოემბერს, ფონდი ,,ბილივი’’ გამართავს ტრენინგს თემაზე: ,,საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების მართვა’’.

ორგანიზატორთა ცნობით, ტრენინგზე მოწვეულია საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების დამფუძნებლები, დირექტორები, აღმასრულებელი მენეჯერები, კერძო და საჯარო სექტორებში მოქმედი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერები და სხვა ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მესამე სექტორის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.  

ტრენინგი ჩატარდება თბილისსა და ბათუმში  და მას გაუძღვება კემბრიჯის ,,ანგლია რასკინ’’ (Anglia Ruskin University) უნივერსიტეტის ლექტორი, არასამთავრობო სექტორის მართვის ექსპერტი,  საქველმოქმედო და სოციალური საწარმოების მენეჯმენტის ბაკალავრიატის კურსის ხელმძღვანელი ენდრიუ ბრეიდი, რომელიც მუშაობდა  მესამე სექტორის ორგანიზაციებში.

საქართველოში ტრენინგის ჩატარების ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ქართული საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და სოციალურ საწარმოების განვითარებას, მესამე სექტორის ორგანიზაციებში დასაქმებული პირების ლიდერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი პირობების გაცნობას და ახლებური აზროვნების ჩამოყალიბებას. ამასთანავე, აღნიშნული ღონისძიება დამსწრეებს ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობას მისცემს. 

ტრენინგის დეტალები :  01 ნოემბერი, 9:30-18:00 თბილისი „რედისონ ბლუ ივერია’’ 04 ნოემბერი, 9:30 – 18:00     სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი’’ 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები