| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია "ნევადა" განახლებულ დავით აღმაშენებლის გამზირზე, "საქართველოს ფოსტის" ყოფილ შენობაში სასტუმროს გახსნის.
კომპანიამ აუქციონზე უძრავი ქონება 5,75 მლნ ლარად შეიძინა. აუქციონზე 1 ლარად გამოტანილი ქონების ყიდვაზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა და რეკორდული ოდენობის - 575 "ბიჯი" გაკეთდა.
შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მის ფასადს სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდის ეგიდით ჩაუტარდა.
საინვესტიციო პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მინიმუმ 5 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, სულ მცირე 30 ნომრიანი სასტუმრო და „საქართველოს ფოსტის“ ექსპონატებისთვის განკუთვნილი საგამოფენო დარბაზი მოეწყობა, ასევე, განთავსდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss