ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით ავიარეისების რაოდენობას ზრდის
31 ოქტომბერი, 2016, 13:02
Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით ავიარეისების რაოდენობას ზრდის

თბილისი (GBC) - Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით სიხშირეებს ზრდის.

„საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან, Qatar Airways-ი თბილისიდან დოჰას მიმართულებით, კვირაში დამატებით 4 ავიარეისს შეასრულებს და სულ სიხშირე 11-მდე გაიზრდება.  

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის მიერ დამატებულ ოთხ ახალ სიხშირეზე  რეგულარული ფრენები უშუალოდ დოჰასა და თბილისს შორის, შუალედური პუნქტის - ბაქოს გავლის გარეშე განხორციელდება.

დანარჩენი 7 სიხშირე კი,  დოჰა-ბაქო-თბილისი-ბაქო-დოჰა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. 

დოჰა-თბილისი-დოჰას დამატებითი რეისები ყოველ   ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას  შესრულდება. ფრენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

დოჰას გავლით შესაძლებელია გამგზავრება  შემდეგი მიმართულებით: ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, მაიამი, ჩიკაგო, ფილადელფია, ატლანტა, ბოსტონი, დალასი, ვაშინგტონი, ჰიუსტონი, ბუენოს აირესი, სან პაულუ და ა.შ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის სალაროებში, ასევე  საიტზე http://www.qatarairways.com/ge/ka/homepage.page

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები