ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ამერიკული რესტორანი ბიგ სმოუქი მომხმარებელს განახლებულ მენიუს წარუდგენს  
28 ოქტომბერი, 2016, 12:06
ამერიკული რესტორანი ბიგ სმოუქი მომხმარებელს განახლებულ  მენიუს წარუდგენს  

თბილისი (GBC) - პირველი ამერიკული ბარბექიუ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ მომხმარებელთან განახლებული სახელითა და მენიუთი წარსდგება.

ღონისძიება  28 ოქტომბერს, 19:30 საათზე,  თბილისში, ბელიაშვილის ქ. 22-ში გაიმართება. 

რესტორნის ინტერიერი და ტექნოლოგია სრულად ამერიკულია. დამონტაჟებულია ამიერკავკასიაში ერთადერთი ხორცის შესაბოლი დანადგარი, ე.წ. „სმოუქერი“, რომლის გარეშეც ნამდვილი ბარბექიუს მომზადება შეუძლებელია. ამ დანადგარში მიმდინარეობს ხორცის შებოლვის 8-დან 16-მდე საათიანი პროცესი, შესაბამისად, მხოლოდ „ბიგ სმოუქში“ არის შესაძლებელი ნამდვილი ბარბექიუს დაგემოვნება, როგორიცაა სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული შებოლილი ნეკნები, გრილზე ბოსტნეულით

„ამ რესტორნის თბილისში გახსნის იდეა 2012 წელს ამერიკელ პარტნიორთან ერთად  გაჩნდა,“ - აცხადებს რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი ნიკოლოზ კიკნაძე- „შევიმუშავეთ ბიზნეს-გეგმა და განვახორციელეთ იგი. მომსახურე პერსონალი და მთავარი მზარეული  დატრენინგებულია ამერიკული მხარის მიერ. უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და საკვების მომზადების ყველა ეტაპი სრულყოფილად კონტროლდება და აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს. ბარბექიუსთვის  საჭირო ყველა საკვებ დანამატს თუ სოუსს ამერიკული მხარე უზრუნველყოფს.“ 

რესტორანი გაიხსნა 1 წლის წინ, ოქტომბერში, გათვლილია 60 სტუმარზე.  მუშაობის პროცესში საჭირო გახდა ნამდვილი ამერიკული ბარბექიუ კონცეფციის გადახედვა და ადგილობრივი, ქართული ბაზრისთვის მისაღები ფორმით წარდგენა. სწორედ ამიტომ, რესტორნის სახელი, მენიუ და გარემო მთლიანად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებს.

ძირითად ბარბექიუ მენიუს დაემატა 7 სახეობის სტეიკი, ასევე, ქართველი მომხმარებლისთვის მისაღები და მოთხოვნადი კერძები.

ამასთან ერთად, „ბიგ სმოუქი“  შაბათ-კვირას გთავაზობთ ცოცხალ მუსიკას და ყველა ძირითად საფეხბურთო მატჩს დიდ ეკრანზე. მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება ლანჩ-მენიუზე (12:00-დან - 15:00-მდე).

ბბქ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ გაფართოვებას  მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, სადაც  ხარისხიან Fast Food-ს და ადგილზე მიტანის სერვისს შესთავაზებენ მომხმარებელს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები