ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ევროპისა და აზიის საუკეთესო აეროპორტებს შორის საქართველოს აეროპორტებიც დასახელდა
28 ოქტომბერი, 2016, 11:36
ევროპისა და აზიის საუკეთესო აეროპორტებს შორის საქართველოს აეროპორტებიც დასახელდა

თბილისი (GBC)  - 2016 წლის ევროპისა და აზიის საუკეთესო აეროპორტებს შორის საქართველოს 2 საერთაშორისო აეროპორტი დასახელდა.

ყოველწლიური გამოკითვის შედეგები The Guide to Sleeping in Airports-მა წარადგინა.

მგზავრებს აზიისა და ევროპის აეროპორტების შეფასება სთხოვეს, რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით: კომფორტი (დასვენების ზონასა და გასასვლელეში) მომსახურება, აღჭურვილობა,  კვების შესაძლებლობა, ემიგრაცია/უსაფრთხოება, კლიენტების მომსახურება და სისუფთავე.

ევროპის საუკეთესო აეროპორტების სიაში 40 აეროპორტი შედის, მათ შორის 35-ე ადგილზეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.

ლიდერია მიუნჰენის საერთაშორისო აეროპორტი (Munich International Airport), ხუთეულშია ჰელსინკის "ვანტას" აეროპორტი (Helsinki-Vantaa Airport), ტალინის საერთაშორის აეროპორტი (Tallinn International Airport), ციურიხის საერთაშორისო აეროპორტი (Zurich Kloten International Airport) და პორტუგალიის,  პორტო ფრანცისკო სა კარნეიროს აეროპორტი (Porto Francisco Sá Carneiro Airport).

რაც შეეხება აზიის საუკეთესო აეროპორტებს აქ სიაში 22-ე ადგილზეა  ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.

ჩამონათვალში სულ 30 აეროპორტია, ლიდერია  სინგაპურის საერთაშორის აეროპორტი (Singapore Changi International Airport).

ხუთეულში არიან სეულის ინჩხონის საერთაშორისო აეროპორტი (Seoul Incheon International Airport) ტოკიოს ჰანედას საერთაშორისო აეროპორტი (Tokyo Haneda International Airport), ტაივანის  ტაოუანის აეროპორტი (Taipei Taoyuan International Airport) და იაპონიის ოსაკა კანსაის საერთაშორისო აეროპორტი (Osaka Kansai International Airport).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები