| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- 2008 წლიდან შეჩერებული “ნიბა დელისის“ მშენებლობა ევროპული იაფი კრედიტით განახლდება.
ერთ-ერთი მფლობელის, ბაკურ კიღურაძის ინფორმაციით, კომპანია ევროპულ საექსპორტო კრედიტს აიღებს, რაც რეგიონში საქართველოს უპირატესობაა და რაც ევროკავშირთან ასოცირებით გახდა შესაძლებელი, მთავარ პირობასაც ასრულებს, ბელგიური სამშენებლო კომპანია CFA შემოჰყავს.
19 მილიონის უიაფეს, 2% -იანი სესხის მიღებაზე ამ დროისთვის 3 საერთაშორისო ბანკთან, ING -სთან და KBC -სა და პარიბანკთან არის მიღწეული შეთანხმება და მხარეები შუამავალ ბანკს არჩევენ.
ამ დროისთვის თანაინვესტირების ფონდთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა აღარ განიხილება. კიღურაძე ამბობს, რომ ფონდის მოთხოვნების დაკმაყოფილება გუნდს 1 წელში გაკოტრებას უქადდა. ამიტომ ამბობს, რომ ის და მისი პარტნიორები პატიოსნად მოიქცნენ და არ შევიდნენ იმ გარიგებაში, რომლის პირობებსაც ვერ შეასრულებენ.
ბოლო ვერსიით, ფონდის 35%-იანი თანამონაწილეობა განიხილებოდა, რაც ცენტრის (35 ათასი მ²) მშენებლობაში 13 მლნ აშშ დოლარის ჩადებას გულისხმობდა.
კომპლექსმა ( ყოფ: ნიბა ინვესტი) ინვესტორი და ოპერატორიც რამდენჯერმე შეიცვალა, მათ შორის იყო „თურქმოლიც“, რომლითაც ყველა ადგილობრივი პარტნიორი კმაყოფილი იყო, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, წინა მთავრობის დაკისრებულმა დამატებითმა პირობებმა (სხვა ბიზნესებში ჩართვა-ინვესტირება) თურქი ინვესტორი საბოლოოდ გააქცია.
ამ დროისთვის კარკასის და მიწისქვეშა ინსფრასტრუქტურის სამუშაოები შესრულებულია. დასრულებას 19 მლნ არ ეყოფა და დამატებით „დელისის" კომპანიონები გაიღებენ, რომელთა შორისაა „ფორუმ თბილისი" ( იაშა (იოჰანან) ელიგულა ისრაელი), „ნიბა ინვესტი" („უტა", "გრინ დეველოპმენტი" - „უტას" წარმოადგენს ბაკურ კიღუარაძე, „გრინ დეველოპმენტის" 75%-ს „ამბრელა ინტერპარიზი" და რამდენიმე პირი, მათ შორის ბონდო ყიფიანი, დავით ერისთავი, ემზარ კუჭავა, ნიკო ლეკიშვილი (25%)) .
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss