| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „საზოგადოება და ბანკები“ ახალ პროექტს იწყებს- ეკონომიკური დებატები.
ორგანიზაციის ცნობით, დებატები ეკონომიკურ თემებზე ბრიტანული, საპარლამენტო ფორმატით გაიმართება და მასში საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იქნებიან ჩართული.
შერჩეული მონაწილეები ოცკაციან ჯგუფებად დაიყოფიან და ტრენინგები ჩაუტარდებათ, ერთი ნაწილი შეეხება დებატების სპეციფიკას, მეორე კი ეკონომიკურ და საბანკო თემებს.
ტრენინგები გაიმართება შაბათ-კვირას „საზოგადოება და ბანკების“ ოფისში, რის შემდეგაც ჩატარდება დებატების ორდღიანი ტურნირი.
ფინალურ ნაწილს სასტუმრო Holiday Inn უმასპინძლებს. გამარჯვებულებს სპეციალური შეფასების სქემის მიხედვით მსაჯები გამოავლენენ.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე - debate@sab.ge 2016 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით. დებატებში მონაწილეობა უფასოა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss