ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ფინანსისტი: ნებისმიერ  ბანკს შეუძლია კურსის ნებისმიერ განვითარებას მისცეს მიმართულება
ნინო შუბითიძე
27 ოქტომბერი, 2016, 13:18
ფინანსისტი: ნებისმიერ  ბანკს შეუძლია კურსის ნებისმიერ განვითარებას მისცეს მიმართულება

თბილისი  (GBC) – „ნებისმიერ  ბანკს, ნებისმიერ  დროს შეუძლია კურსის ნებისმიერ განვითარებას მისცეს მიმართულება“, - TVპირველზე (ბიზნესკონტრაქტი) ფინანსისტმა გივი კორინთელმა (პირველი საკრედიტო კავშირი; მწვანე კაპიტალი) ეროვნული ვალუტის ფორმირებაზე გავლენებზე ისაუბრა და მოქალაქეების  მოლოდინებით ან ქცევით  განპირობებული  ეფექტი საერთოდ გამორიცხა.

„ჩვენ არ გვაქვს იმდენი ფული, რომ  კურსზე ვიმოქმედოთ, ნუ გვაბრალებენ, გაერკვნენ აჟიოტაჟის ინსპირაციის არხებში, რომელი ფინანსური ინსტიტუტებში  და ვინ ქმნის პანიკას“,  - გივი კორინთელმა  უქმე დღის ტრენდი მოიყვანა მაგალითად, როცა ბლუმბერგზე  საყურადღებო კურსი დაფიქსირდა ( 2,37-2,41).  აღნიშნა, რომ  ბლუმბერგზე ბანკია წარმოდგენილი  და შესაბამისად მის ქცევას უკავშირდება  კურსის ფორმირება და არა საზოგადოების, რომელიც ამა თუ იმ  დროს გადაწყვეტს კონვერტაციას.

კორინთელმა  საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება,  მინიმუმამდე შემცირებულ საანაბრე განაკვეთებზე და აღნიშნა, რომ  ფულის დაბანდებისას ცხადია უპირატესობას ყველა უძრავი ქონების შესყიდვას მიანიჭებს, რადგან  იაფია და შესაბამისად  ხელსაყრელი დროა.

ასევე ბანკების განსხვილების ნეგატივზე გაამახვილა ყურადღება, რაც საქართველოს ბაზრისთვის უფრო ცუდია ვიდრე კარგი, რადგან   საბანკო ჯგუფების აქტივების გადანაწილებას არაპროფილური აქტივებიც მიყვება.  

კორინთელმა აღნიშნა, რომ ბევრი სპეციალისტი საუბრობს ამ  ტენდენციაზე, თუმცა  ჯერ მხოლოდ ჩრდილში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები