| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სს „საპარტნიორო ფონდი“ ბერნის კავშირის (Berne Union) ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის, პრაღის კლუბის ასოცირებული წევრი გახდა.
პრაღის კლუბში გაწევრიანება უკავშირდება საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, საპარტნიორო ფონდის მიერ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნის პროექტს.
ფონდის განმარტებით, პრაღის კლუბში წევრობა საშუალებას მისცემს საპარტნიორო ფონდს დაამყაროს ახალი კავშირები კლუბის წევრი ქვეყნების ექსპორტ-იმპორტ ბანკებთან და ექსპორტის საკრედიტო და სადაზღვევო ორგანიზაციებთან, ითანამშრომლოს მათთან საქართველოში ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ჩამოყალიბების და განვითარების მიმართულებით.
თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი საინფორმაციო ბაზის გამოყენებას, სხვადასხვა საკრედიტო-სადაზღვევო პროდუქტის განვითარებას, რეგიონალური ვაჭრობის მხარდაჭერის მექანიზმების შემოღებას და სხვა მრავალ მიმართულებას.
ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს პროექტი საპარტნიორო ფონდმა დასამტკიცებლად მთავრობას უკვე წარუდგინა. პროექტის მიხედვით სააგენტო ექსპორტიორებს სამ ძირითად პროდუქტს შესთავაზებს: მიმდინარე ხარჯების დაფინანსება; ფაქტორინგი და საკრედიტო დაზღვევა.
აღსანიშნავია, რომ ბერნის კავშირი (Berne Union) დაარსდა 1934 წელს საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის კერძო და სახელმწიფო საექსპორტო საკრედიტო სადაზღვევო კომპანიების მიერ.
პრაღის კლუბი კი, ბერნის კავშირმა დააფუძნა 1993 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, ახალი და ახლადგანვითარებული ექსპორტის, კრედიტის და ინვესტიციის დამზღვევი კომპანიებისათვის.
ამჟამად პრაღის კლუბი აერთიანებს 38 წევრს სხვადასხვა ქვეყნიდან. რომლებმაც 2014 წელს 21.9 მლრდ აშშ დოლარის ექსპორტი დააზღვიეს.
კლუბის საქმიანობაში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი ექსპორტის მხარდამჭერი ორგანიზაციები, როგორიცაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ექსიმბანკები, აფრიკის რეგიონალური ექსპორტის დაზღვევის ორგანიზაცია, ტაილანდის ექსიმბანკი და სხვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss