ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ფერმა ახალი სტილი წარმადობის გაორმაგებას გეგმავს
ნინო შუბითიძე
26 ოქტომბერი, 2016, 18:50
ფერმა ახალი სტილი წარმადობის გაორმაგებას გეგმავს

თბილისი (GBC) –  მარნეულის ახლადგახსნილი ფერმა „ახალი სტილი“ კავკასიური წაბლას, შვეიცარიული მაღალპროდუქტიული მეწველი ძროხებით, ჩანაცვლებას აპირებს.

კომპანიის  დამფუძნებელმა  ლეფტერ კუციამ განაცხადა, რომ  შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსებულ საწარმოში 60 სული საქონელია და  ფერმაც მხოლოდ ამ რაოდენობაზეა გათვლილი.

საქონლის ჩანაცვლებას  ხელოვნური დათესვლით 1 წელი სჭირდება  და  წლიური წარმადობაც (1 ძროხის) 2ტ-დან 4ტ-მდე გაიზრდება.

მეწარმე ერთადერთ პრობლემად  საკვები  ბაზის  სიმცირეს ასახელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში 1 000-მდე მეწარმეა. მთავარი  გასაჭირი მწირი საკვები ბაზაა,  საძოვრების ფართი მცირეა.  

„ახალი სტილი“, „ყველის ქოხთან“  და KTW-სთან ერთად იმ საწარმოების არასრული ნუსხაა, რომელიც სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ორგანიზებით გამართული ტურის ფარგმებში ჟურნალისტებმა  და  12 ქვეყნის (მაკედონია, ბელარუსი, ესტონეთი,სომხეთი...) წარმომადგენლებამ დაათვალიერეს.

ტურმა ამ დროისთვის სომხეთში გადაინაცვლა.

24 და 25 ოქტომბერს, ,,სიდამ" საერთაშორისო ასოციაცია „PREPARE: Partnership for Rural Europe”-თან ერთად გამართა აგრო და მედია ტური საქართველოს ორ რეგიონში: კახეთი და ქვემო ქართლი.
 
ტურში მონაწილეობას იღებდა 12 ქვეყნის დელეგაცია კერძოდ ევროკავშირის, ბალკანეთისა და შავი ზღის აუზის ქვეყნების წარმომადგენლები. ტურის მონაწილეებმა მოინახულეს ადგილობრივი საწარმოები, შეხვდნენ მცირე მეწარმეებს და ადგილზე გაეცნენ საწარმოო პროცესში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები