| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ ბაზარზე მალე ახალი სახელით დაიწყებს ოპერირებას.
კომპანიის მფლობელის „თიბისი ჯგუფის“ განცხადებით, რებრენდინგზე მუშაობა უკვე დაიწყო და ახალი წლისთვის კომპანია ახალი სახელით წარდგება ბაზარზე.
კომპანია საცალო მიმართულებაზე იქნება ირიენტირებული, ჯგუფის მიზანია ბაზარზე ლიდერთა შორის იყოს წარმოდგენილი.
„ამაში მოვიაზრებთ, რომ საშუალვადიან პერიოდში, დაახლოებით 3 წლის შემდეგ, მინიმუმ 25% გვქონდეს სადაზღვევო ბიზნესის. ძირითათად ჩვენი მიმართულება იქნება საცალო ბიზნესის განვითარება და თიბისი ბანკი იძლევა ამის კარგ საშუალებას. ეს არის მომხმარებლებისთვის პირველ რიგში არის ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები და ჩვენ ამაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ მომავალი 12 თვის განმავლობაში “ , - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
პირველ ეტაპზე 8 მლნ ლარი გამოიყოფა.
შეგახსენებთ, "თიბისიმ" სადაზღვევო კომპანია "კოპენბურის" 100%-იანი წილი 1.4 მლნ აშშ დოლარად შეიძინა.
"კოპენბური" ბაზარზე 2014 წლის ზაფხულში შემოვიდა, მისი პორტფელი ძირითადად ავტოდაზღვევაზე მოდის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss