| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია ბილაინმა ახალი ტარიფის Freevolution-ის წარდგენაზე განაცხადა.
მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ შეთავაზება რევოლუციურია, რომელიც პროდუქტის ნებისმიერი მომხმარებლისთვის საბაზისო კომუნიკაციას გახდის უფასოს.
„დღეს, ახალი ტექნოლოგიების ერაში , ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლის სწრაფი და მარტივი საშუალებების არსებობა და ამ საშუალებებზე საყოველთაო წვდომა. ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებლისთვის საბაზისო კომუნიკაცია უნდა იყოს უფასო და ახალი მობილური სერვისებით სარგებლობა უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, ჩვენი ახალი პროდუქტი საბაზისო კომუნიკაციას აბონენტებს სთავაზობს უფასოდ, ხოლო ახალი მობილური სერვისებით სარგებლობისთვის საჭირო ყველა კომპონენტს (ტარიფი, სერვისი, სიმ-ბარათი, მოწყობილობა) სთავაზობს უფრო ხელმისაწვდომ ფასად, უფრო ხელსაყრელი პირობებით და ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების გარეშე“, - აცხადებს კომპანია..
ტარიფის გააქტიურება მარტივად არის შესაძლებელი მობილური აპლიკაციის MyBeelineGeorgia ჩამოტვირთით, აპლიკაციაში საბანკო ბარათის მონაცემებისა და ელ. ფოსტის მითითება/დამახსოვრებით.
Freevolution ში შედის სამი ტარიფი „ფრიმიუმი“,“საბაზისო „ და „ულიმიტო"
მხოლოდ ,FREEMIUM ტარიფის პირველადი აქტივაციის ღირებულებაა 1 ლარი. საფასურის გადახდა ხდება ერთჯერადად, მხოლოდ პირველი აქტივაციის დროს. 30 დღის გასვლის შემდეგ, სატარიფო გეგმა „ფრიმიუმი“ ავტომატურად გაგრძელდება უფასოდ და აბონენტს დაერიცხება 100 წუთი ყველა ქსელთან სასაუბროდ საქართველოში, 100 სმს და 100მბ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss