ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება
25 ოქტომბერი, 2016, 18:33
რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება

თბილისი (GBC) -რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

 220 ადგილიანი საავადმყოფოს შენობა 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება. ამ დროისთვის, უკვე დასრულებულია ყველა ბლოკის მშენებლობა; გაკეთებულია სანტექნიკის, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემები; მოწყობილია ვერტმფრენის დასაშვები მოედნის საფარი; დამთავრებულია შენობის გადახურვა და მიმდინარეობს ფასადისა და გარე პერიმეტრის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

კლინიკის ტერიტორიაზე სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა.  კომპლექსში 92-ადგილიანი საერთო საცხოვრებელიც იფუნქციონირებს.

კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხის და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა აღარ მოუწევთ. გარდა ამისა, საავადმყოფო აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებსაც მოემსახურება.

პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41, 2 მლნ ლარი გამოიყო. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება

სამუშაოები  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა  დაათვალიერა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები