ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა 
25 ოქტომბერი, 2016, 14:31
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა 

თბილისი (GBC) - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სოფელ დიღომში,  საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის არეალში  მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებაზე აცხადებს. 

კომპანიის ცნობით, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება  უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვას მოითხოვს, რაც სამუშაო პროცესს ართულებს.  ამასთან, მაგისტრალურ ქსელზე აღდგენითი სამუშაოების  განხორციელებისთვის აუცილებელია წყალსადენის წყლისგან დაცლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 25 ოქტომბერს, საღამოს 20.00სთ-დან ხვალ, 26 ოქტომბრის, დილის 10.00 სთ-მდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდ დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებებს: ქოშიგორა, სოფელ ზურგოვანს, ამერიკის საელჩოს დასახლებას, მუხათგვერდის დასახლებას, ფერაძის (სასოფლოს დასახლება) დახელაშვილის ქუჩებს, ბენდუქიძის დასახლებას.
სოფელ დიღომ: სონღულაშვილის, უგრეხელიძის ქუჩებს, ტოიოტას მიმდებარე ახალ დასახლებას, საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას.
ვაშლიჯვრის
კერძო დასახლებას: სარაჯიშვილი ქ;  კვანტალიანის ქ; გოძიაშვილის ქუჩას თავის შესახვევებით.

დიღმის მასივში: 1 კვ.-ის N10, N11, N12 კორპუსებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასახლებას, იასამნის, ბროწეულის და ბაქრაძის ქუჩებს.

ზაჰესში:  გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის ქუჩებს.

ასევე ზემო ვეძისის ნაწილს, გოთუას ქუჩას და თამარაშვილის ქუჩის ნაწილს.

წყალმომარაგება ხვალ,  26 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.


წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები