ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გერმანული Deutsche Bahn საქართველოს დერეფანით ტვირთების გადაზიდვას იწყებს
23 ოქტომბერი, 2016, 17:32
გერმანული Deutsche Bahn საქართველოს დერეფანით ტვირთების გადაზიდვას იწყებს

თბილისი (GBC) - Deutsche Bahn საქართველოს დერეფანით ტვირთების გადაზიდვას იწყებს.

პირველი სატესტო მატარებელი, რომელიც 41 კონტეინერისგან შედგება მარშრუტზე „სამხრეთ- დასავლეთი“ ნოემბრის ბოლომდე გაეშვება.

ამის შესახებ სააგენტო Trend -ი თეირანში ირანის, საქართველოს და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების და Deutsche Bahn-ის აღმასრულებელი დირექტორის  შეხვედრის შედეგების მიხედვით იტყობინება.

სააგენტოს აზერბაიჯანის რკინიგზაში  განუცხადეს,  რომ მატარებელი გამოვა რუმინეთიდან, კონსტანცადან, ზღვის გავლით მივა საქართველოში და რკინიგზით გაიგზავნება აზერბაიჯანში, საიდანაც, უკვე სატვირთო ავტომანქანებით გადაიტვირთება ირანში, გაზვინის სადგურში და ისევ რკინიგზით მივა თეირანში.

ამავე შეხვედრაზე განიხილეს ინდოეთიდან სპარსეთის ყურის გავლით, ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირება.

კორიდორი „სამხრეთ- დასავლეთი" მოიცავს მარშრუტს - სპარსეთის ყურე/ ინდოეთი-  ირანი- აზერბაიჯანი- საქართველო- შავი ზღვა- ევროპა. ამ გზის დაფარვა სულ 15 დღეში გახდება შესაძლებელი, მაშინ როცა ზღვის მარშრუტს 30-40 დღე სჭირდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები