ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გოცირიძე საგადასახადო რეჟიმის შეცვლის საფრთხეს ხედავს  
ნინო შუბითიძე
21 ოქტომბერი, 2016, 15:25
გოცირიძე საგადასახადო რეჟიმის შეცვლის საფრთხეს ხედავს  

თბილისი (GBC) – არჩევნების  მე-2 ტურამდე  9 დღით ადრე  ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე  საკონსტიტუციო  უმრავლესობის რისკებზე საუბრობს.

ეკონომიკური განვითარების  ცენტრის ხელმძღვანელი  აცხადებს, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებამ შესაძლოა დააზიანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესი და ხელი შეუშალოს ეკონომიკის გრძელვადიან, სტაბილურ ზრდას.

სებ-ის ყოფილი  პრეზიდენტი  შიშობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონა უფლებას აძლევს მმართველ პარტიას, შეცვალოს კონსტიტუციის ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ახალი სახის გადასახადის შემოღებას ან გადასახადის განაკვეთის გაზრდას მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმოდგენილი პარტიის შეუზღუდავმა მმართველობამ შეიძლება დაგვაკარგინოს ის მონაპოვარი, რაც ჩვენმა ქვეყანამ მრავალწლიანი რეფორმების შედეგად მიაღწია. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სპეციალური ორგანული კანონით „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, განსაზღვრულია ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპები და დადგენილია ისეთი ეკონომიკური პარამეტრები, როგორიცაა : -ბიუჯეტის ხარჯების მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთანარა უმეტეს 30%ს ოდენობით ; -დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთანარა უმეტეს 3%-ის ოდენობით; -სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთანარა უმეტეს 60%ის ოდენობით; -ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ძირითადი პრინციპები. ხელისუფლებამ, რომელიც განიცდის ეკონომიკურ პრობლემებს, მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, შეიძლება უარი თქვას იმ ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპზე, რომელიც გამოიხატება მთავრობის მცირე ზომაში, პასუხისმგებლობიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და დაბალ გადასახადებში”, - მიიჩნევს გოცირიძე.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები