ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რეზონანსი: მალე საქართველოში იაფი ირანული საწვავი გაიყიდება
21 ოქტომბერი, 2016, 11:17
რეზონანსი: მალე საქართველოში იაფი ირანული საწვავი გაიყიდება

თბილისი (GBC) - უახლოეს პერიოდში საქართველო საწვავის შემოტანას ირანიდანაც დაიწყებს, - ამის შესახებ გაზეთი "რეზონანსი" იუწყება.

გამოცემის ცნობით, აქამდე იმპორტიორი კომპანიებისთვის ერთადერთი ბარიერი პროდუქტის ხარისხი იყო, თუმცა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ირანი უკვე იწყებს ევროსტანდარტთან შესაბამისი საწვავის წარმოებას, რის შემდეგაც იგი ქართული კომპანიებისთვის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება გახდება.

მოსალოდნელია, რომ საწვავის იმპორტში რუსული, თურქმენული და უკრაინული საწვავის წილიც თვალშისაცემად მოიმატებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამჟამად საწვავის იმპორტში რუსულ და თურქმენულ საწვავს ერთობლივად 25% უჭირავს, 60% ევროპულ პროდუქტზე მოდის. ეს-ეს არის იმპორტი დაიწყო უკრაინიდანაც. ამ ქვეყნიდან იმპორტირებული საწვავის წილი ჯერ 3%-ს არ აღემატება. 

სპეციალისტების შეფასებით, არეალის გაფართოება ნავთობის ბაზარზე კონკურენციის ზრდამ გამოიწვია. ამის შესაძლებლობა მცირე და საშუალო კომპანიებს აქამდე არ ჰქონდათ. ამ ქვეყნებიდან იმპორტის ზრდას საწვავის მისაღები ფასი განაპირობებს. 

"ჩვენთვის მთავარი პირობაა, საწვავი დაბალფასიანი იყოს. ვფიქრობ, ირანი ამ მხრივ ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა. იმპორტს უახლოეს პერიოდში დავიწყებთ, თუმცა კონკრეტულ ვადაზე საუბარი ჯერჯერობით მაინც ნაადრევია. მოგეხსენებათ, ირანს მოეხსნა სანქციები, მაგრამ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია მაღალხარისხიანი პროდუქტი, რაც ქმნის პრობლემას. თუმცა, იქ იწყება თანამედროვე ევროსტანდარტის შესაბამისი პროდუქტის წარმოება. როგორც კი ეს საკითხი მოგვარდება, საქართველოში ირანული საწვავის იმპორტი დაიწყება. ეს დრო ძალიან მალე დადგება", - ამბობს გაზეთთან საუბრისას ვანო მთვრალაშვილი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები