| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - წელს საქართველო ფეროშენადნობების ექსპორტიდან მინიმუმ 30 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს.
ასეთია ბაზრის მოთამაშეების გათვლა, რაც მათი განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე არსებულმა კრიზისმა განაპირობა, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში.
,,ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი სულხან ხვედელიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ბაზარზე ვითარება გამოსწორდა, ფასებსაც ზრდის ტრენდი აქვს და თუ 3-4 თვის წინ 1 ტონა ფეროშენადნობები 650 აშშ დოლარი ღირდა, ახლა ფასი 850 აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
“ ფასები მზარდია, რამაც მცირე საწარმოებსაც მისცა წარმოების განახლების შესაძლებლობა, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ გაიზარდა პირველადი ნედლეულის მანგანუმის ფასი და მოგების მარჟა ძალიან დაბალია“, - აცხადებს სულხან ხვედელიძე.
9 თვის მონაცემებით, საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 120,4 მლნ აშშ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 8%-ია და ამ მაჩვენებლით საექსპორტო კალათაში მესამე ადგილი უჭირავს. წლიურ ჭრილში 38 მილიონიანი კლებაა. 2014 წლის ამავე პერიოდთან შედარებით კი, ფეროშენადნობების ექსპორტიდან ქვეყანამ 100 მლნ ნაკლები მიიღო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss