| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აჭარაში "ნარინჯისფერი რთველისთვის" ემზადებიან.
ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რეგიონის შესაბამისი სამსახურები მზად არიან ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად. გაიხსნება საკოორდინაციო შტაბი და ამოქმედდება ცხელი ხაზი. ჩაბარებული ციტრუსი ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში შეეძლება.
საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსავალი 50-60 ათას ტონას შეადგენს. აქედან, დაახლოებით 10 000 ტონა განკუთვნილია სამრეწველო გადამუშავებისთვის, ხოლო დანარჩენი - საექსპორტო დანიშნულებისთვის.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბაზრის ანალიზის შემდეგ გადაწყდება ციტრუსის რეალიზაციაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარების საკითხი.
ლაშა კომახიძის განცხადებით, ტრადიციული ბაზრების გარდა, ქართული ციტრუსის ექპორტით ლატვია და უზბეკეთია დაინტერესებული.
როგორც აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ოქტომბრის ბოლოს, აჭარაში დაგეგმილია ფორუმი, სადაც მოწვეული იქნებიან ციტრუსის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების წარმომადგენლები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss