ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გლდანის მასივს ორი ალტერნატიული კვების წყარო ექნება
19 ოქტომბერი, 2016, 18:03
გლდანის მასივს ორი ალტერნატიული კვების წყარო ექნება

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, გლდანის ხევში, ჯანჯღავას მე-2 შესახვევთან,  ორი ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა.

აღნიშნულ პროექტში კომპანიამ 50 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

კომპანიის ცნობით, ხუთშაბათს, დილით ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები დაიწყება, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გლდანის მასივს ორი ალტერნატიული კვების წყარო ექნება, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

ხალ ქსელზე გადაერთების მიზნით, ხვალ, 20 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან 21 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება გლდანის რაიონში:

ცენტროლიტის დასახლებაში: ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის, მ. წერეთელის, ბარალეთის, სკოლის, ლიბანის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, გმირ კურსანტთა, ლაგურაშვილის და რევოლუციის ქუჩებს; კონიაკის დასახლებას: ილორის, ზარზმის და იპ. ივანოვის, სარაჯიშვილის ქუჩებს; თემქის IIIმ/რ, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რ, გლდანულას,  გაზის და  ბერთუბნის დასახლებებს; სოფ. გლდანს და სოფ. გიორგიწმინდას,; მუხიანის სამხედრო დასახლებას და აგარაკებს; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს და

„ჰაიდელბერგცემენტის“ ბეტონის ქარხანას;

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები