ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბადაგონი რითეილერ Х5 Retail Group-ს პროდუქციას შუამავლის გარეშე მიაწვდის
19 ოქტომბერი, 2016, 15:03
ბადაგონი რითეილერ Х5 Retail Group-ს პროდუქციას შუამავლის გარეშე მიაწვდის

თბილისი (GBC)  - „ბადაგონი“ რუსეთში მსხვილ რითეილერთან Х5 Retail Group-თან პირდაპირ თანამშრომლობას იწყებს.

კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ „ბიზენსკონტაქტში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ხელშეკრულება რითეილერთან უკვე გაფორმებულია. 

სალაყაია ამბობს, რომ აქტუალური ხდება მიწოდების ჯაჭვიდან (მწარმოებელი, იმპორტიორი კომპანია, დისტრიბუტორი, რითეილერი) დისტრიბუტორი კომპანიის ამოვარდნა.  პროცესი კი, უფრო დაჩქარდება თუ რუსეთის ხელისუფლება ღვინოზე აქციზის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ღვინის კომპანია აღნიშნავს, რომ თუკი აქციზი გაიზრდება ეს ცალსახად იქონიებს გავლენას ბაზარზე და მომხმარებელზე.

“ბოლო მონაცემებით ხდება დისტრიბუტორი კომპანიების გამოთიშვის პროცესი. პირდაპირ ქსელები გვიკავშირდებიან. პირველი კონტრაქტი უკვე გაფორმდა ყველაზე დიდ ქსელთან X5. პირველი გადატვირთები მოხდა, საკმაოდ დიდ მოცულობაზეა საუბარი“, - აღნიშნა სალაყაიამ, თქვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ფასების რყევისგანაც იცავს ბაზარს.

აღსანიშნავია, რომ Х5 Retail Group წამყვანი კომპანიაა რუსეთში, რომელიც ფლობს მულტიფორმატის საცალო ქსელს, რამდენიმე მიმართულებით. კომპანიის გლობალური სადეპოზიტო ხელწერილები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები