ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Iphone+ ტექნიკის ბაზარს ტოვებს - მფლობელი ზეწოლაზე საუბრობს
18 ოქტომბერი, 2016, 14:07
Iphone+ ტექნიკის ბაზარს ტოვებს - მფლობელი ზეწოლაზე საუბრობს

თბილისი (GBC) - Iphone+ ტექნიკის ბაზარს ტოვებს.

კომპანიის დამფუძნებელი მამუკა მაღრიშვილი მისი კომპანიის მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნის უკან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერიან ცერცვაძის ინტერესებს ხედავს.

მაღრიშვილი ამბობს, რომ კონკურენტი "აიტექნიკის" რეალური მფლობელი სწორედ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეა და   ასეთ პირობებში კონკურენციის გაწევა შეუძლებელია.

მამუკა მაღრიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებით,Iphone +-ს, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ყადაღა დაადეს, რითიც ფაქტობრივად ამ კომპანიას  რეალიზაცია  შეუჩერეს. 

“ბოლო ერთი წელია კომპანიის წინააღმდეგ ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ზეწოლები. 1 წელია შემოსავლების სამსახური შემოსულია ჩვენს მაღაზიაში და აწარმოებს რევიზიას. ასევე ფინანსური პოლიცია, რომელიც მოულოდნელად შემოვიდა ყველა ფილიალში და წაიღო 222 ტელეფონი გადამოწმების მიზნით და დღემდე არ დაუბრუნებიათ.  მარტივი მისახვედრი იყო, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა ვინმე უჩინარი მაღალჩინოსანის ხელი, როგორც ახლა გაირკვა ეს არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე", - განაცხადა მამუკა მაღრიშვილმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, თუ მაქსიმუმ ერთ კვირაში არ მოიხსნა ყადაღა კომპანია გაკოტრდება, თუმცა მას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ  დავტოვოს კომპანია, რადგან შეუძლებელია ასეთ პირობებში ბაზარზე საქმიანობა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები