ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ექსპერტები ტრასეკას დერეფანში არსებულ პრობლემებს ასახელებენ
17 ოქტომბერი, 2016, 11:08
ექსპერტები ტრასეკას დერეფანში არსებულ პრობლემებს ასახელებენ

თბილისი (GBC) -    სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი”  ტრასეკას დერეფნის გამართული ფუნციონირებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს ასახელებს.

ცენტრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია შეზღუდვების იდენტიფიცირება და მათ გამოსასწორებლად დერეფნის მონაწილე ქვეყნის მხრიდან მიზნობრივი ინვესტიციების განხორციელება.

„პრინციპი მარტივია,  „ ვდებ ინვესტიციას - ვზრდი დერეფნის მიმზიდველობას -  სარგებლობს ყველა“, ანალოგიური, მართვის ერთიანი მიდგომები აპრობირებულია და გამოიყენება  პან ევროპულ დერეფნებში  - შესაბამისად,  იდენტიფიცირების და საერთო სტრატეგიის შემუშავება ტრასეკას მუდმივმოქმედ ორგანოს ეკისრება, ხოლო ამ პროცესების ინიციატორად - საქართველო უნდა გამოვიდეს“, - მიიჩნევენ ორგანიზაციაში.

ექსპერტები დერეფანში არსებულ პრობლემურ საკითხებზე ღიად საუბრობენ, გამოყოფენ  გაცვეთილ ინფრასტრუქტურასა და მოძველებულ მოძრავ შემადგენლობებს, ასევე სარკინიგზო ვაგონების, კონტეინერებისა თუ ლოკომოტივების უკმარისობას.

საქართველოზე გამავალი დერეფნის მოქნილობას ასევე ზღუდავს:  არაეფექტური / მოძველებული ტექნოლოგიები და უსაფრთხოების დაბალი დონე; სასაზღვრო პუნქტებში ლიანდის განსხვავებული სიგანე  (ევროპა, თურქეთი, ირანი, ჩინეთი - 1435 მმ, ტრასეკას დერეფნის ქვეყნები - 1520 მმ).   ურიკების შემცვლელი სპეციალური ობიექტების დაბალი გამტარუნარიანობით გამოწვეული გადაზიდვების შეფერხება და ვაგონნაკადის სადგურებში დაგროვება;

მათივე შეფასებით, პრობლემას ასევე ქმნის: საქართველოს მთაგორიან  მონაკვეთებზე, გვირაბებში -  არასაკმარისი გაბარიტები და მცირერადიუსიანი მრუდები; დერეფნის  გარკვეულ სეგმენტებზე ელექტროფიცირების სისტემის  (3  კვ მუდმივი და 25 კვ ცვალებადი დენი) განსხვავებულობა, გარდა ამისა,   არაელექტროფიცირებული მონაკვეთების არსებობა, ასევე  ორივე სისტემისათვის ადაპტირებული ელმავლების უკმარისობით გამოწვეული ექსპლუატაციის პრობლემები.

„ტვირთმფლობელებისათვის და ტვირთმიმღებებისათვის არ არსებობს დერეფნით   ტვირთების ადგილმდებარეობის დასადგენი,  ერთიანი ონფორმაციული სისტემა,  გამონაკლის წარმოადგენს, რამოდენიმე ქვეყანა მათ შორის საქართველო,   სადაც  დანერგვის პროცესშია ასეთი ავტომატიზირებული სისტემები დერეფნის ნავსადგურებში კი, (ფოთი, ბათუმი, ბაქო, თურქმენბაში, აქტაუ)  მუდმივად არსებობს რისკი დატვირთვისათვის აუცილებელი, სპეციალიზირებული მოძრავი შემადგენლობის უკმარისობის შესახებ“, - აღნიშნავენ ცენტრში.

კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ტვირთების მოძრაობის დაბალი სიჩქარეებით გამოწვეული გადაზიდვების ხანგრძლივობაა.

რკინიგზელები განმარტავენ, რომ სატვირთო მატარებლებლის მაქსიმალური სიჩქარე მერყეობს 60 – 80 კმ/სთ დიპაზონში, რასაც ემატება  საქართველოს მონაკვეთზე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობით გამოწვეული, (მრუდები, ციცაბო ქანობები) შეზღუდვები, რითაც რიგ შემთხვევებში სიჩქარე მცირდება 20 - 40 კმ/სთ -მდე;

აღსანიშნავია, რომ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო  მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობით გამოირჩევა, ამიტომაც  ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) პოტენციალის სრულად ათვისება ქვეყნის სტრატეგიული მიზნის  მიღწევის - ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები