| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ფოთის თიზ-იდან რაკიას გასვლა საინვესტიციო პროექტების შეწყვეტას არ ნიშნავს, - ჯგუფში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მხოლოდ SHERATON-ის რენოვაციის პროექტზეა ფოკუსირება, რომელიც გაზაფხულზე უნდა გაიხსნას და 1 კვირაში სასტუმროს ახალი ფასადი უკვე ყველასთვის შესამჩნევი იქნება.
კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ობიექტის მესაკუთრე „რას ალ ხაიმა ინვესტმენტი" (RAKIA) ამ აქტივის გასხვისებას არც მომაავალში აპირებს და წლის დასაწყისში ახალ პროექტებსაც დაანონსებს.
SHERATON-ის პაკეტის ფარგლებში დარჩა კეთილმოწყობის სამუშაოები, ნომრების, ინტერიერის და დამხმარე ფართის მოწყობის. ოპერატორიც როგორც გათვალისწინებული იყო StarWood-ის იქნება.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი $40 მილიონს აღემატება.
„შერატონ მეტეხი პალასი" რას ალ-ხაიმას საემიროს შეიხის - საუდ ბინ საქრ ალ ქასიმის კომპანიამ 2007 წელს, $67,5 მილიონად ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე შეიძინა (საწყისი ფასი $25 მლნ, აუქციონში 7კომპანია მონაწილეობდა).
შეგახსენებთ, რაკია სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ მიყიდვას ირანული კომპანიისთვის გეგმავდა. კომპანიის სახელი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.
2011 წელს მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მიზეზად არაბულ კომპანიაში შეთანხმებული თანხის სრულად არგადახდას ასახლებენ. გარიგება 62,5 მილიონ აშშ დოლარზე დაიდო, მყიდველმა 20 მილიონი ჩეკებით გადაიხადა, თუმცა შეთანხმების დახურვა ვერ მოხერხდა.
20 მლნ დაბრუნებას ითხოვს ავსტრიული კომპანია, რომელიც აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ფლობს თანხის მოთხოვნის უფლებას. საკითხის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss