| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რაკიამ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს გადასცა.
შეწყდა რაკიასთვის სს „ფოთის აეროპორტის“ 98,26%-იანი წილის მიყიდვის ხელშეკრულებაც. ამ ხელშეკრულებით ინვესტორს აეროპორტი უნდა განევითარებინა.
სანაცვლოდ თიზ-ის მფლობელი არაბული „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ 2010 და 2011 წლებში სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა.
ამ გარიგებით, „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“ ფოთის თიზ-ის 15%-ს, საქართველოს სახელმწიფო კი, უკვე 85% ფლობს. არაბული კომპანის 15% დაყადაღებულია "მელაინის" სარჩელის გამო და თუ სასამართლო "რაკიას" სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, აღნიშნული წილიც საქართველოს სახელმწიფოს ხელში გადავა.
შეგახსენებთ, ფოთის თიზ-ი 2008 წლის ივნისში დაფუძნდა. 2009 წლის 14 აპრილის #72 დადგენილების თანახმად ინვესტორს ქ. ფოთში, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორიაზე (3 046 037 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) 99 წლის ვადით გადაეცა.
ინვესტორს თიზ-ის განვითარების დიდი გეგმები ჰქონდა, თუმცა მისი მასშტაბური განვითარება ვერ შეძლო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss