ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძე სებ-ის სავალუტო ინტერვენციების მიზეზს განმარტავს
7 ოქტომბერი, 2016, 22:58
კობა გვენეტაძე  სებ-ის სავალუტო ინტერვენციების მიზეზს განმარტავს

თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბოლო პერიოდში  სავალუტო ინტერვენციებს რამდენიმე მსხვილ ტრანზაქციას და საარჩევნო პერიოდს უკავშირებს. ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ბაზარზე გაურკვევლობა გაზარდა.

საკითხზე კობა გვენეტაძემ ქართულენოვან Forbes Banker-თან ისაუბრა. ჟურნალის პრეზენტაცია პარასკევს გაიმართა.

“მოკლედ თუ ვიტყვით, ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესების პირობებში ჩარევა კონტრპროდუქტიულია, მაგრამ ჩარევა შესაძლებელია თუ ბაზარზე ცალკეული ერთჯერადი ფაქტორები ახდენს გავლენას“, - ამბობს სებ-ის პრეზიდენტი.

გამოცემასთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველომ საგრძნობი საგარეო შოკი გადაიტანა, რომელიც უკვე ასახულია ლარის გაცვლით კურსზე და თუ ახალი  საგარეო შოკი არ წარმოიქმნა, ფუნდამენტური ფაქტორებიდან გაცვლით კურსზე ზეწოლა ამოწურულია.

„ამჟამად არის რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, რომელმაც შესაძლოა გაცვლითი კურსის დროებითი ჭარბი ცვლილებები გამოიწვია. ამას ემატება წინასაარჩევნო პერიოდი, რაც სავალუტო ბაზარზე გაურკვევლობას ზრდის. ნაკლებად განვითარებული ფინანსური ბაზრის პირობებში, როგორიც ამჟამად საქართველოშია, დასაშვებია სებ-ის ჩარევა კურსის ზედმეტი მერყეობის შესამცირებლად. მომავალში ბაზრს განვითარებასთან ერთად, ეროვნული ბანკის მსგავსი ინტერვენციები შემცირდება და ბაზარი თვითონ დააბალანსებს ასეთ შემთხვევებს, - ამბობს კობა გვენეტაძე.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოდან დღემდე ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზრისთვის 140 მლნ აშშ დოლარი აქვს მიწოდებული.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები