ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
შეკვეთილში Autograph Collection-ის მშენებლობა წელს დასრულდება
7 ოქტომბერი, 2016, 11:21
შეკვეთილში Autograph Collection-ის მშენებლობა წელს დასრულდება

თბილისი (GBC) -საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი,  შეკვეთილის 5* სასტუმრო და სპა კომპლექსის მშენებლობა   წელს დასრულდება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $80 მლნ ამერიკული დოლარია.

პროექტის ფარგლებში დასრულებულია ძირითადი სამშენებლო სამუშაოები და საჩვენებელი სასტუმრო ნომერი. ამჟამად მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

სასტუმროში იფუნქციონირებს 220 ნომერი ხედით ზღვაზე, 1,600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, ზღვაში 150 მ-ზე შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები, ზამთრის ბაღი და თემატური რესტორნები.

ასევე ხელმისაწვდომი იქნება სპა და მაგნიტური ქვიშის პროცედურები. სასტუმროში განთავსდება ბავშვთა გასართობი ცენტრი, წყლის გიგანტური ტოპოგანი, სპორტული მოედნები, კინოთეატრი და კეთილმოწყობილი სასეირნო ბილიკები.

სასტუმრო ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მის მართვას  Autograph Collection-ი უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად დააფუძნა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომელიც $680 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ახორციელებს 8 მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში.

ამ პროექტებიდან სამ კომპლექსში (სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო სოლოლაკი და შეკვეთილის სასტუმრო და სპა კომპლექსი) უკვე შემოსულია “მარიოტის” საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი “Autograph Collection”.

8 პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და დღეისთვის მათში ჯამურად ინვესტირებულია 259 მლნ ლარი. ამ კომპლექსების მშენებლობების პროცესში ჯამურად საქმდება 20 000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ მუდმივად დასაქმებულთა რიცხვი გაუტოლდება 2 500 ადამიანს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები