ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
პროგრეს ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადადის
ნინო შუბითიძე
6 ოქტომბერი, 2016, 15:30
პროგრეს ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადადის

თბილისი (GBC) -  პროგრეს ბანკს  დამფუძნებელი ლიკვიდაციაზე უშვებს.  ბანკი  ლიცენზიის გაუქმებაზე  ეროვნულ ბანკს მიმართავს.

ბანკის  ინფორმაციით,    თიბისისთვის  აქტივები და ვალდებულებები მთლიანად გადაცემულია,  მათ შორის ტექნიკა და ოფისები, დარჩენილია მხოლოდ იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებები, რომელთა  თიბისიში მიგრირებაზე  ჯერ  შესაბამისი დოკუმენტაცია არ არის გაფორმებული, ძირითადად ის კატეგორიაა ვისთანაც დაკავშირება ვერ მოხერხდა.

როგორც გახსოვთ ბანკის აქციონერთა სტრუქტურაში ბოლო  ცვლილბები 2015 წელს შევიდა. პანამაში რეგისტრირებულმა PINTEX -მა (78% ბენეფიციარი ილია გავრილოვი 22%-ის ბიძინა ივანიშვილი.)  ჩაანაცვლა WEBION-ი (კვიპროსში, (ლიმასოლი) რეგისტრირებული კომპანია), რომელმაც წინა გარიგების შედეგად 2013 წელს კალა -კაპიტალი შეცვალა.

2012 წლის ნოემბერში კი ბანკის დამფუძნებელმა კახი კალაძემ, გამინისტრებამდე, აღნიშნული საბანკო აქტივი სხვა ბიზნესთან (უძრავი ქონება, ენერგეტიკა) ერთად, ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის გათვალისწინებით, სამართავად სხვა კომპანიებს გადასცა.

ყოველ ჯერზე ხელშეუხებელი რჩებოდა ილია კეჭაყმაძე, ( PINTEX -ის მაჟორიტარობისასაც  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წინა მაჟორიტარის, კალა-კაპიტალის დირექტორი), რომელიც საბჭოდან წელს მაისში გაიწვიეს.

ახლდარებრენდირებული ბანკი  ბაზარზე უნივერსალური მოედელით აპირებდა  პოზიციონირებას, ვიდრე თიბისი რესპუბლიკას 316 მლნ-იანი აქტივის შეძენის პროცესში,  მისი 108 მლნ-ის პორტფელითაც არ  დაინტერესდა .

ბანკს ბოლო პერიოდში ფინანსური მაჩვენებლები გაუარესებული აქვს, უკუგების კოეფიციენტები გაუმინუსდა. H1/16 –ის მდგომარეობით, კაპიტალზე უკუგება ROE -  (-7,04%) ,  გასული წლის ანალოგიურ პერიოდში +9,31% იყო.  აქტივებზე უკუგების კოეფიციენტია ROA  - (-0,44%) ; (H1/2015 + 1,09%).

სესხების დეპოზიტების პორტფელი ჯამში 200 მლნ-ს არ აღემატებოდა.  1 სექტემბრისთვის 3,3 მლნ-ის ზარალი ჰქონდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები