ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ახალმა ავტობუსებმა თბილისში რეისების შესრულება დაიწყეს
6 ოქტომბერი, 2016, 13:17
ახალმა ავტობუსებმა თბილისში რეისების შესრულება დაიწყეს

თბილისი (GBC) -  6 ოქტომბრიდან თბილისში MAN-ის ავტობუსები გამოჩნდა. 

10 ახალი ავტობუსი ბაგებიდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით მოძრავ N61 ავტობუსის ხაზზე გავიდა.

მეორე ეტაპზე კი ახალი ავტობუსები N 51 ხაზს დაემატება.

ახალი ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება სტანდარტულია და 50 თეთრს შეადგენს. მოქმედებს დაწესებული შეღავათებიც.

ავტობუსი შშმ პირებისა და ჩვილ ბავშვთა ეტლებისთვის არის ადაპტირებული: აღჭურვილია სპეციალური პანდუსითა და მათთვის სალონში შესაბამისი სივრცეებია გამოყოფილი.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გათბობა-გაგრილების სისტემის კლიმატ-კონტროლი მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

მერიის ცნობით, თებერვლის ბოლომდე, თბილისის ავტოპარკი ეტაპობრივად 143 ერთეული ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე ახალი ავტობუსით განახლდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები