| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს კონტრიბუცია ამ ეტაპზე, პრემიერის განცხადებით, 100 მლნ-ით არის განსაზღვრული, რა მოიცავს ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დაფინანსებას- პორტთან სახმელეთო და სარკინიგზო ტრასების მიბმას და 400 ჰა ტერიტორიის გამოსყიდვას.
ამ თანხაში შედის გამოსასყიდი ნაკვეთების საფასურის გადახდა ყველა მფლობელისთვის, მათ მათ შორის ბიზნესმენ თემურ ქარჩავასთვის, რომლის კომპანია Power China-ს ერთად მონაწილეობდა ტენდერში და ფინალურ ეტაპზე დამარცხდა, თიბისი-კონტი ჯგუფთან კონკურენციაში.
თემურ ქარჩავას ინფორმაციით, მის კერძო მფლობელობაში ამ დროისთვის 60 ჰექტარია, რომლის გაყიდვას არ აპირებს. გამონაკლისს დაუშვებს, თუ პროექტს დეტალურად გააცნობენ, ასევე მხარეებთან გაფორმებულ ხელშეკრულების დეტალებს, რათა დარწმუნდეს, რომ დაფინანსება შესაბამისია და პორტი ნამდვილად აშენდება. ამ შემთხვევაში ის მზად არის კუთვნილი მიწა მთავრობას აჩუქოს.
წინა ხელისუფლების მიერ საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჩამორთმეულ 2 100 ჰას დაბრუნებაზე კი, მისი ინფორმაციიით, სამართლებრივი დავა გრძელდება.
მიწების გამოსყიდვის და ინფრასტრუქტურის ნაწილში სახელმწიფო საქმიანობას „საპარტნიორო ფონდის“ მეშვეობით განახორციელებს.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის განცხადებით, სახელმწიფოს მონაწილეობა არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია. შემდგომ ეტაპზე რა როლი და თანამონაწილეობა ექნება, სამომავლოდ გაირკვევა.
კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, ამ თვის ბოლოს დასრულდება პორტის ოპერატორის შესარჩევი ტენდერი, სადაც 6-დან 3 კომპანიაა ფინალურ ეტაპზე, თუმცა მათ შორის არცერთი ჩინური. როგორც გახსოვთ ჩინური კომპანიის უპირობო მონაწილეობა ყველა სატენდერო ეტაპზე ანონსდებოდა.
მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, სამივე მონაწილე ათეულში შემავალი კომპანიაა, უმაღლესი კვალიფიკაციით და გამოცდილებით, არცერთია ჩინური ჯგუფი, თუმცა არის აზიური, რომელიც თავისი მასშტაბით მთელ აღმოსავლეთს მოიცავს და მისი გავლენის ქვეშ ექცევა ჩინეთიც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss