| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – “ჯი-ემ-პი”-მ საქართველო, როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა ბარსელონაში მიმდინარე საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI წარადგინა.
CPHI მსოფლიო მოვლენაა, რომელზეც თავს იყრიან ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები სხვადსხვა ქვეყნებიდან, წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია 2500 კომპანია 150 ქვეყნიდან, გამოფენას უკვე დაესწრო 30 000-ზე მეტი ვიზიტორი.
ამ გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ფარმაცევტული სფეროს პოპულარიზაციისკენ.
მსოფლიოს სხვადსხვა წამყვანი კომპანიების გვერდით ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმომ „ჯი-ემ-პი“თავისი პროდუქცია წარადგინა და წელსაც ვიზიტორთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. დაიდო ახალი შეთანხმებები წამყვან ევროპელ მწარმოებლებთან.
„წინა წლების შედეგებმა გვაჩვენა, რომ გამოფენაზე მიღწეული შეთანხმებები მყარ საფუძველს წარმოადგენს “ჯი-ემ-პი”-ს პროდუქციის სხვადსხვა ქვეყნების ბაზრებზე გატანისა და დანერგვისთვის. მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია “ჯი-ემ-პი”-ს ლოკალურიდან გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბებაში“- აცხადებენ „ჯი-ემ-პი“-ში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss