| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Fitch-მა საქართველოს რეიტინგი “BB-“ დონეზე დაუდასტურა, პროგნოზით “სტაბილური“.
ასევე “BB-“ დონეზეა საქართველოს სუვერენული ობლიგაციების რეიტინგიც.
სააგენტო აღნიშნავს, რომ მოქნილი გაცვლითი კურსი, ტურიზმის სექტორის ძლიერი ზრდა და ფულადი გზანილების მოცულობის გაზრდა ხელს უწყობს საგარეო შოკის კორექტირებას, რაც გამოწვეული იყო ნავთობის ფასების ჩამოშლით და მისი გავლენით ვაჭრობასა და დსთ-ს ქვეყნებიდან ფულად გზავნილებზე.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველო მუდმივად „მუშაობს“ მიმდინარე ანგარიშის დიდი დეფიციტის პირობებში, რაც 2016 წელს, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის მშპ-ს 11,9% -ის ფარგლებში იქნება, ის შეიძლება შემცირდეს, თუმცა 2018 წლისთვის მაინც მშპ-ს 10%-თან ახლოს დარჩება.
ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება მშპ-ს 4,4%-მდე, რაც ძირითადად გამოწვეულია უფრო დიდი სოციალური გადასახდელებით.
გავლენიანი სააგენტო 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაურკვეველს უწოდებს და არ გამორიცხავს ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას.
ამასთან, წელს Fitch-ი საქართველოს ეკონომიკის 3,6%-ით ზრდას ელის, რაც მათი შეფასებით, გამოწვეულია ნდობის აღდგენით, მაღალი სახელმწიფო ხარჯებით, ტურიზმით და გაზსადენზე მიმდინარე გაფართოების სამუშაოებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss