ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სულაბერიძე: მომავალ წელს ჩინეთიდან ტვირთების ოდენობა იქნება ძალიან დიდი სიურპრიზი
30 სექტემბერი, 2016, 13:44
სულაბერიძე: მომავალ წელს ჩინეთიდან ტვირთების ოდენობა იქნება ძალიან დიდი სიურპრიზი

თბილისი (GBC) - Fitch-ის შეფასება რელევანტურია, - ასე ეხმაურება  „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილის „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ ხელმძღვანელი ლევან სულაბერიძე სააგენტოს მიერ კომპანიისთვის ე.წ Rating Watch Negative მინიჭებას.

სულაბერიძემ მაესტროზე „ბიზნესკონტაქტში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ ტვირთბრუნვის შემცირება განპირობებულია არა საქართველოში არსებული ვითარებით, არამედ  რეგიონში მიმდინარე პროცესებით.

„მაგალითად, საკონტეინერო ტვირთები 2015 წელს წლიურად, 16% იყო შემცირებული, თუმცა პროცესები განსაკუთრებით დრამატულად განვითარდა ამ წლის პირველ ნახევარში,  იმ ფონზე, როდესაც ჩვენი სატრანზიტო დერეფნის ქვეყნებში და იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენი დერეფნით სარგებლობენ მოხდა ადგილობრივი ვალუტების მკვეთრი გაუარესება. ამას მოჰყვა ადგილობრივი იმპორტის გაძვირება და სამომხმარებლო მოთხოვნის მკვეთრი კლება“, - აღნიშნა სულაბერიძემ.

მან ისაუბრა ჩინეთთან ურთიერთობის პოზიტივზე. თქვა რომ ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო „საქართველოს რკინიგზამ“ ჩინეთთან აქტიური მუშაობა და პარტნიორებთან ერთად შეიქმნა ტრანსკაპიური საერთაშორისო დერეფანის საკოორდინაციო კომიტეტი , რომელიც ფარგლებშიც დერეფანს აქვს ძალიან კონკურენტული გადაზიდვის ტარიფები ჩინეთი-ყაზახეთის საზღვრიდან საქართველოს პორტების მიმართულებით.

„აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში ჩვენს ტერმინალში, ფოთში, უკვე 4 მატარებელი დავამუშავეთ 20 და 40 ფუთიანი კონტეინერების შემადგენლობით.  ამ წუთას გზაშია შედარებით მცირე შვიდი, 40 ფუთიანი შემადგენლობის მატარებელი, რომელიც 1 კვირაში ჩამოვა ჩვენთან ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან. ჩინეთის ფაქტორი არის განსაკუთრებით მნიშნველოვანი ჩვენთვის. ნოემბრის ბოლოს გვეცოდინება ზუსტი გეგმა მომავალი წლის სავარაუდო ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით და ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან დიდი სიურპრიზი“, - განაცხადა სულაბერიძემ.

მისი თქმით, ირანისთვის და ზოგადად აზიისთვის შავ ზღვაზე გამავალი დერეფნის გახსნის იდეა სრულად საქართველოში გენერირდა. ამ მიმართულებით არის დაწესებული სპეციალური გამჭოლი ტარიფები, რომელიც ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა და ვერც ერთი სატრანსპორტო საშუალება მას კონკურენციას ვერ გაუწევს. აღინიშნა,  რომ „საქართველოს რკინიგზა“ პარტნიორებთან ერთად მუშაობს სპეციალური ტარიფების შექმნაზე იმ ტვირთებისთვისაც კი, რომლებსაც ამ დერეფანში არასდროს უვლია.

კიდევ ერთი თემა, რაზეც ყურადღება გამახვილდა საბორნე გადასასვლელის გააქტიურებაა. ამ საკითხს სულაბერიძემ რევოლუციური გადაწყვეტილების მიღება უწოდა, თქვა, რომ  მოხდა ბაზრის ლიბერალიზაცია.

საქართველოს და  უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება, რომელიც ბაზარს უხსნის ახალ მოთამაშეებს და მას უფრო კონკურენტულს ხდის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები