ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
 ყულევში „სოკარის“ მსხვილი საინვესტიციო პროექტი გაიხსნა 
28 სექტემბერი, 2016, 12:21
 ყულევში „სოკარის“ მსხვილი საინვესტიციო პროექტი გაიხსნა 

თბილისი (GBC) - „სოკარის“ კუთვნილ ყულევის შავი ზღვის ტერმინალში ორი დამატებითი სარეზერვუარო პარკი გაიხსნა. 

პარკის გახსნისას პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არის და სამომავლოდაც დარჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად.

მისი თქმით, აღნიშნული მსხვილი საინვესტიციო პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საინვესტიციო კლიმატის მიმართ გამოხატული ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ტერმინალზე დამატებითი პარკების მშენებლობა 2015 წელს დაიწყო.

#5 ახალი რეზერვუარების პარკი შედგება 6 რეზერვუარისგან, რომელთა საერთო მოცულობა 60 000 მ3 შეადგენს. სხვადასხვა სახის პროდუქციის, მათ შორის - გაზოილის, ნავთის, ნახშირწყალბადის აირის კონდენსატის, დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის - მიღების, შენახვისა და დატვირთვის აშენებული ეს ობიექტი გამიზნულია კასპიის რეგიონიდან ნავთობპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტისათვის. სამომავლოდ ობიექტზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავარაუდო ტვირთბრუნვა ყოველწლიურად 1 500 000 მტ. მიაღწევს.

რაც შეეხება  #6 ახალი რეზერვუარების პარკს, ის  შედგება 5 რეზერვუარისგან, მათი საერთო მოცულობა 12 000 მ3 შეადგენს, მათ შორის 2 ერთეული - 3000 მ3 და 3 ერთეული - 2000 მ3. რეზერვუარების პარკი დაპროექტებულია თხევადი პიროლიზის ფისის, იზოპროპილის სპირტისა და სამრეწველო ზეთის შესანახად.

 ღონისძიებას ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი  და სხვა ოფიციალური პირებიც დაესწრნენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები