ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
KTW-მ ველისციხეში ახალი ქარხანა გახსნა
24 სექტემბერი, 2016, 21:50
KTW-მ ველისციხეში ახალი ქარხანა გახსნა

თბილისი (GBC) - სოფელ ველისციხეში კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის" საერთაშორისო სტანდარტების მქონე, ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის სახდელი ქარხანა გაიხსნა.

"ეს მართლაც მამულიშვილური პროექტია, როცა გადახედავ ამ მიდამოს და დაინახავ ტრადიციებით მოწყობილ ღვინის ქარხანას და დღეს უკვე გაიხსნა ახალი სპირტის სახდელი საწარმო, რომელიც იმუშავებს, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის,რომ საქართველოში შეიქმნას დოვლათი და აქ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ეს კიდევ ბევრ მევენახეს მისცემს სტიმულს, რომ გააშენოს ვენახი,მოიყვანოს თანამედროვე სტანდარტებით, მაღალი ხარისხის ყურძენი და შემდეგ რეალიზება მოახდინოს,"-განაცხადა პრემიერმა ქარხნის გახსნისას.

მან აღნიშნა, რომ  ხელისუფლებამ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, დაიწყო სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელება, რამაც სასიკეთო შედეგი უკვე გამოიღო, ბევრი ახალგაზრდა დაბრუნდა სოფელში და სხვადასხვა მიმართულებით საწარმოები გაიხსნა, რაც გაგრძელდება.

პრემიერმა ჩინეთში ღვინის ექსპორტის ზრდის დინამიკაზეც აღნიშნა. 

"საქართველო ხდება ნამდვილად საექსპორტო ქვეყანა, არა მარტო ღვინის, არამედ ცნობადობასთან ერთად, და ერთვება სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რითიც ჩვენ უნდა ვიამაყოთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბანკს და მათი სახით საბანკო სექტორს, რომლებმაც აიტაცეს პროგრამა „აწარმოე საქართველოში" და ალღო აუღეს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

KTW-ს ახალი ქარხნის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. უჟანგავი ფოლადის ცისტერნებითა და სამაცივრო მეურნეობით აღჭურვილ ქარხანას, 15 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია.

ახალი წარმოებისთვის 7 მილიონი ლარის ინვესტიცია, საქართველოს ბანკისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში. "KTW ჯგუფის" პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები