| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თიბისის აქვს უკვე წვდომა იმ ინვესტორებზე, რომლებიც თანხებს მხოლოდ პრემიუმ ლისტინგში მოვაჭრე კომპანიებში დებენ, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში თიბისი ბანკის აქციების განთავსების ცერემონიაზე.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ბანკს წარმატება მოულოცა, აღნიშნა, რომ პრემიუმ ლისტინგში გადასვლა ადასტურებს თიბისიში საუკეთესო მსოფლიო დონის სტანდარტების არსებობას.
„დღევანდელი დღე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს საბანკო სექტორის 60%-ზე მეტი დღეიდან უკვე პრემიუმ ლისტინგში ივაჭრება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, მმართველობა საბანკო სექტორში აბსოლუტურად გამჭვირვალეა და თანხები, რომელიც ჩვენ საბანკო სექტორში, საფინანსო სექტორში შეგვიძლია მოვიზიდოთ, უკვე ძალიან დივერსიფიცირებულია. ეს კი ნიშნავს, რომ ძლიერი საბანკო სექტორი თავის თავში უკვე გულისხმობს რეალური ეკონომიკის სექტორის მხარდაჭერას, იმის, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ,თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ბანკის 50 მილიონამდე აქცია განათავსა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss