ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ლეგომეტალი  ალუმინის ნახევარფაბრიკატებით TOYOTA – ს ამარაგებს
21 სექტემბერი, 2016, 14:18
ლეგომეტალი  ალუმინის ნახევარფაბრიკატებით TOYOTA – ს ამარაგებს

თბილისი (GBC) – კომპანია „ლეგომეტალი“ სპილენძისა და ლატუნის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას გეგმავს.

 „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით დაარსებული საწარმო ამჟამად ჯართის გადამუშავებას ახდენს და ალუმინის ნახევარფაბრიკატებს (ალუმინის ზოდები ან დე-ოქსიდანტი) აწარმოებს, რომელიც სრულად ექსპორტზე გადის.

ძირითად სამიზნე ბაზრებს წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნები და იაპონია. კომპანია  საკუთარი ნაწარმით მსოფლიოს ცნობილ ბრენდს, ავტომობილების მწარმოებელ  “ტოიოტა“ ამარაგებს.

საწარმო პირველმა ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა და მენეჯმენტისგან განვითარების გეგმები მოისმინა.

 „ერთი წლის წინ ამ ადგილას იყო მდელო, ახლა კი 2000 კვ.მ.-ზე მდებარეობს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, რომელიც ქმნის დამატებულ ღირებულებას და ადამიანებს ასაქმებს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, საწარმოს გეგმებშია ახალი საწარმოო ხაზის გახსნა და არა ნახევარფაბრიკატის, არამედ საბოლოო პროდუქციის გამოშვება.

კომპანია „ლეგომეტალმა“ საწარმოს ასამოქმედებლად 1,480 მლნ აშშ დოლარის  ინვესტიცია ჩადო.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები